დღეს საკომიტეტო ფორმატში 8 მინისტრობის კანდიდატს მოუსმენენ
პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღესაც გაგრძელდება.
პირველ ნახევარში ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.
დღის მეორე ნახევარში კი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც – ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, მაია ცქიტიშვილს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილსა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.
6-7 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ჩანიშნულია საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან, 8 სექტემბერს კი პლენარული სხდომის მოწვევა იგეგმება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.
ცნობისათვის, ამ დროისთვის საკომიტეტო ფორმატში უკვე მოუსმინეს მინისტრობის სამ კანდიდატს: მიხეილ ბატიაშვილს, ეკატერინე ტიკარაძესა და დავით ზალკალიანს.