“თუკი მთავრობის დონეზე შეჯერდება პოზიცია, მე მხოლოდ ხელს შევუწყობ კულტურის სფეროს გამოყოფას გაერთიანებული უწყებიდან”
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განმარტებით, თუკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სფერო მთავრობის დონეზე გამოიყოფა, ის ამას მხარს დაუჭერს.
“თუკი მთავრობის დონეზე შეჯერდება პოზიცია, მე მხოლოდ ხელს შევუწყობ კულტურის სფეროს გამოყოფას გაერთიანებული უწყებიდან. საქართველო, ისევე როგორც დიდი ცივილიზაციის ქვეყნები, სადაც განსაკუთრებული ღირებულებისაა კულტურული მემკვიდრეობა, ვფიქრობ, უკეთესად იქნება წარმოჩენილი, როგორც კულტურის კონკრეტული დარგების განვითარებისთვის, ასევე ტურიზმის ათვისებისთვის”, – განაცხადა მარამ ჯაშმა.