იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატების 20 კაციანი სია დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დაასრულა და 48 კანდიდატიდან 20 შეარჩია.
დამტკიცებულ სიას უზენაესი საბჭო უახლოეს დღეებში პარლამენტს წარუდგენს.
როგორც იუსტიიცის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სიის დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „მოსამართლეების შერჩევის პროცესი წინასწარ დაგეგმილი იყო”.
ჯანეზაშვილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ვერ მოხვედრილიყვნენ ამ სიაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, მაშინ როდესაც მოხვდნენ ნაკლებად გამოცდილი პირები.
„გაუგებარია, რა ნიშნით მოიპოვეს მათ ასეთი მაღალი მხარდაჭერა. ჩანს, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, დადგმული სპექტაკლია. თეატრს დაამსგავსეს. ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიასა და მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ვაპირებ პარლამენტს განსხვავებული აზრი წარვუდგინო, არ მაქვს იმედი რომ გაითვალისწინებენ, მაგრამ მსურს, საზოგადოებამ იცოდეს. წერილობით წარვადგენ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები