კობა გვენეტაძე: საბანკო რეგულაციებმა სამშენებლო სექტორი გააჯანსაღა
საქარველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც საბანკო რეგულაციებმა, ანუ პასუხისმგებლიან დაკრეტიტებაზე გადასვლამ, საბანკო სექტორი დააზარალა.
სები -ის პრეზიდენტს არგუმენტად ოფიციალურ სტატისტიკას მოჰყავს.
“სამშენებლო სექტორი, ბოლო ეკონომიკურ ზრდაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო, რაც არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა. პირიქით, ამ რეგულაციამ ეს სექტორი გააჯანსაღა.
თუ შევხედავთ საცალო პროდუქტებს, წლიური ზრდა იყო საკმაოდ კარგი, პორტფელის ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო იპოთეკური სესხები. წლიური ზრდა იყო 24,4%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”,- აცხადებს კობა გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ საბანკო რეგულაციები, რომლებიც ფიზიკურ პირებზე დადასტურებული შემოსავლების გარეშე სესხის გაცემას ზღუდავს, მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.