მოწყობილობები, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია
რომელი მოწყობილობებია საქართველოში ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი – საჭირო რჩევები დამწყებ ბიზნესმენებს
საქართველოში, როგორც ვიცით, ბიზნესის წამოწყება დიდ სირთულეებს არ უკავშირდება. პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა მისი ოფიციალურად დარეგისტრირება და შემდეგ, საჭირო მოწყობილობების შეძენა.
სალარო აპარატები
კომერციული საქმიანობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია სალარო აპარატი, რომლის მეშვეობითაც უკავშირდებით შემოსავლების სამსახურს, აღიქვამს ბარათსა და პასპორტს. დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია:
– Daisy Expert – გააჩნია ორი მონიტორი, დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის კლავიატურა და ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის მექანიზმი.
– Daisy eXpert SX – აღჭურვილია გამძლე აკუმულიატორით, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის მექანიზმითა და ორი ეკრანით. ეს მოდელი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
– Daisy Compact S – მსოფლიოში არსებულ სალარო აპარატებს შორის ყველაზე პატარა ზომის მოდელია. აქვს ჩაშენებული ბლუთუზი, გამძლე კლავიატურა და მარტივი მენიუ.
– Daisy Compact M – გააჩნია დახვეწილი დიზაინის მქონე კონსტრუქცია, მოქნილია მუშაობის პროცესში, აქვს ორი მონიტორი და ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის მექანიზმი.
– Daisy Perfect S – აღჭურვილია ჩაშენებული ანტენით, გამძლე კლავიატურითა და ორი გრაფიკული მონიტორით, როგორც მოლარისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.
– Daisy Expert SX RED – აქვს დიდი ზომის გრაფიკული მონიტორი, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმი, გამძლე კლავიატურა და ხარისხიანი ელემენტი.
– Daisy Perfect M – აღჭურვილია თხევადკრისტალური ეკრანით, დახვეწილი დიზაინით, ქაღალდის ჩატვირთვის მარტივი მექანიზმითა და გამძლე აკუმულიატორით.
თითოეული მათგანი უერთდება შტრიხკოდის სკანერსა და ფულის ყუთს.
პოს აღჭურვილობა
კიდევ ერთი, ინოვაციური და მოსახერხებელი მოწყობილობაა პოს აღჭურვილობა. საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე მოდელი, ესენია: POS სისტემა Titan S305 და POS სისტემა Titan S300 , ორივეს გააჩნია სენსორული ეკრანი, ბრუნვადი მონიტორი და მიერთების შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერ შტრიხ სკანერთან, ფულის უჯრასთან, თერმო პრინტერთან, ფისკალურ პრინტერთან და სალარო აპარატთან. ასევე, სამუშაო პროცესის გასამარტივებლად შეიძინეთ მომხმარებლის ეკრანი – POS Titan-S305/მომხმარებლის ეკრანი ან POS Titan-S300/მომხმარებლის ეკრანი.
ფულის დეტექტორი
თუ გსურთ ყალბი ფულის მყისიერად ამოცნობა უნდა გამოიყენოთ ფულის დეტექტორი. ამ მოწყობილობას გააჩნია ულტრა იისფერი ნათურები და გამადიდებელი შუშა. არჩევანი შეაჩერეთ შემდეგ ორ მოდელზე: ფულის დეტექტორი NX115, ფულის დეტექტორი NX2038.
ფულის სათვლელი მანქანა
ეს მოწყობილობა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსადეგი პროდუქტია ბიზნესის სფეროში. მისი მეშვეობით მარტივად და უშეცდომოდ დაითვლით თანხას. მაღალი სტანდარტების შესაბამისი მოდელია – ფულის დასათვლელი მანქანა NX-680, რომელსაც აქვს დიდი ზომის ეკრანი, ავტომატური და მექანიკური დათვლის, გაჩერებისა და ყალბი ფულის ამოცნობის ფუნქცია, მუშაობის დაწყებამდე თვითკონტროლის რეჟიმი, ასევე დაცვა გადახურებისაგან.
ფულის ყუთი
დღეისათვის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ყიდვამდე ყურადღება გაამახვილეთ ხარისხსა და ზომაზე. პოპულარული მოდელებია:
– ფულის შესანახი ლითონის ყუთი – სტანდარტი;
– ფულის შესანახი ლითონის ყუთი – მაქს;
– ფულის შესანახი ლითონის ყუთი – კომფორტი.
ბიზნესისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ gsn.ge -ზე და ასევე, “ჯიესენის“(GSN) ფილიალებში, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში 18 ლოკაციაზეა.
R