“სასურველია, რომ პოლიციელისა და ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს”

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკაშირებით შეწყალებული 34 პირი საკითხი პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა.
მინისტრის თქმით, მისთვის სასურველია, რომ პოლიციელისა და ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს.
„ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს. მე ამას ვისურვებდი“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.
საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს.
გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა.
მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები