დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ქსნის, ფეიქართა და უცნობ გმირთა ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა, კელაპტრიშვილის, სტურუას, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, ბიჩინაშვილის, მესხის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის II, III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის (ნაწილობრივ), ირბახის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ბადიაურის და წურწუმიას ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა დიდებას, ბეთანიის და კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), მთაწმინდის, ბესიკის, რიწის, მაყაშვილის, ყიფიანის, მესხის, ჭონქაძის, კაკაბაძის, გრიბოედოვის, ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების, შევჩენკოს, ასათიანის და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბახტრიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და ერისთავის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ), ბაზალეთის და ფალიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 16 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კოკა კლდიაშვილის და რამიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები