ალაზანში არასრულწლოვანი ბავშვი დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოლაგში მცხოვრები არასრულწლოვანი ბავშვი მდინარე ალაზანში, დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 14 წლის ბიჭი სხვის დახმარებას ცდილობდა, თუმცა დინებამ წაიღო და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
​ის მდინარეზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
​როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
​საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები