საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ -ივლისში საქართველოდან აზერბაიჯანში 4 754 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 4,6 %-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების საერთო ღირებულებამ 84 471 ათას აშშ. დოლარს მიაღწია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქციის ( ავტომობილების) საერთო ღირებულება 3,3 ჯერ არის გაზრდილი.