ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების რეიტინგში საქართველო მე-17 ადგილზეა

ღვინის 80 ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს შორის საქართველო მე-17 ადგილზეა. American Association of Wine Economists-ის მონაცემებით, 2018 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 196.9 მლნ.აშშ.დოლარის ღვინო გაიტანა. 2017 წელს 171 მლნ.დოლარით AAWE -ს რეიტინგში საქართველო მე-19 ადგილზე იყო.
საინტერესოა, რომ 2018 წელს 188.3 მლმ.აშშ დოლარით AAWE -ს რეიტინგში მე -18 ადგილზე ლიტვაა. მე-16 ადგილზე 217, 4 მლნ,აშშ დოლარით- ავსტრალია.ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი 2018 წელს საფრანგეთი იყო. American Association of Wine Economists-ის მონაცემებით, 2018 წელს საფრანგეთმა მსოფლიო ბაზარზე 11 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. 7,3 მილიარდი დოლარით მე-2 ადგილზე იტალიაა. მე -3 ადგილზეა და 3,5 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა გასულ წელს ესპანეთმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველომ ექსპორტზე 86,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაიტანა მსოფლიოს 53 ქვეყანაში, რაც ბოლო 30 წლის აბსოლუტური რეკორდია. 2017 წელთან შედარებით ქართული ღვინის ექსპორტი 13 %-ით არის გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები