მურატ ჯიოევი: „ჩვენი პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ ბლოკპოსტი უნდა აიღოს“
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – ქართულმა მხარემ პოსტი უნდა აიღოს“.
ამის შესახებ ჯიოევმა სოფელ ჩორჩანასთან გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ქართული მხარე დათმობაზე ჯერჯერობით არ მიდის, პოსტის განთავსების მათი არგუმენტები ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვთქვით, რომ თუ საუბარია, როგორც ისინი ამბობენ, სოფლის მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე, მაშინ საგუშაგო თავიანთი სოფლის ფარგლებში განათავსონ. რა შუაშია აქ წნელისი“,-განაცხადა ჯიოევმა.
მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის მომდევნო შეხვედრა 2 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში გაიმართება.