ლეჩხუმში, ცაგერში,მდინარე ცხენისწლის მახლობლად,1987 წელს იმდროინდელი ხელისუფლებისა და მოსახლეობის სრული კონსოლიდაციით,გაშენდა უმშვენიერესი „მწვანე თეატრი“. ლეჩხუმელები საკუთარი ხელით ეზიდებოდნენ ბალახის კორდებს, ყვავილების ნერგებს,ნარგავებს…მწვანე თეატრის ანალოგი იმ დროისთვის საქართველოში არ მოიძებნებოდა.
თეატრის სცენა დახურულია,მაყურებელთა სკამები კი ღია ცის ქვეშაა გაკეთებული,აქაურობის მეხსიერებას არაერთი საინტერესო ფესტივალი და ოვაციები ახსოვს…
2015 წელს ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით თეატრის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც 2017 წელს დასრულდა: მოეწყო ღია ტერასები,სავალი ბილიკები,დეკორატიული დამცავი კედლები და გარე განათება.
მწვანე თეატრი,არა მარტო ესთეტიკური სიამოვნებაა, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტია, რომელიც უამრავ ქართველ და უცხოელ ტურისტს იზიდავს.
თეატრი 800 მაყურებელზეა გათვლილი.
თუმცა , იმ შემთხვევაში თუ, თეატრს ექნება ის ძვირადღირებული აპარატურა, რომელიც აქაურობაზე იქნება გათვლილი, გაორმაგდება დატვირთვა და მაყურებელთა რაოდენობაც, კონცერტებზე აპარატურა იმ კოლექტივებს ჩამოაქვთ,რომლებიც კონცერტებს და ფესტივალებს მართავენ.