ივლისში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 0.5 %-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 0.5 %^-ით გაიზარდა და 4 ათას 152 ერთეული შეადგინა.
გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 16,7 %-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც.
საქსტატის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის (დამატებითი ღირებულების გადასახადის) გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 7 მილიარდ 328 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები