ხათუნა ლაგაზიძე: საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ძალისმიერი ქმედება აღიქმება, როგორც მათი მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება

“საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, უკბილო, უხერხემლო და არაფრისმომცემი იყო.
“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო, აქტივისტებო: გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო მისიების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი. საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განხორციელდება შესაბამისი სანქციები. ჩვენ კი ღიად და მკაფიოდ დავუფიქსიროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დატოვება ევროკავშირის მისიის მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებების ამარა, ჩვენი მხრიდან აღიქმება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაწირვა. დღეს ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა დაინახოს“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები