ვინ უფრო ძლიერია – სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამხედრო შესაძლებლობები Global Firepower Index 2018-ის რეიტინგში

Global Firepower Index 2018-ის რეიტინგში, რომელშიც მსოფლიოს 136 ქვეყნის სამხედრო ძლიერებაა შეფასებული, საქართველო 82-ე ადგილს იკავებს. კვლევის ავტორებმა ერთმანეთს შეადარეს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრები, როგორებიცაა საგარეო ვალის, სავალუტო და ოქროს რეზერვების მოცულობა.
Global Firepower Index -ის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 380 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო საგარეო ვალი 14,1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი 39,3 მლრდ დოლარი. რაც შეეხება ოქროსა და ვალუტის რეზერვებს, მათი მოცულობა დაახლოებით 3 მლრდ დოლარს აღწევს.
კვლევაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს დაახლოებით 2 მილიონამდე შრომისუნარიანი მოსახლეობა ჰყავს. აქვს ორი ძირითადი პორტი და 22 ქმედუნარიანი აეროპორტი. სახმელეთო გზების საერთო სიგრძე საქართველოში 20 ათას კილომეტრზე მეტია, ხოლო რკინიგზის — 1,6 ათას კილომეტრი. აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო ყოველდღიურად 400 ბარელ ნავთობს აწარმოებს. ნავთობის დადასტურებული მარაგების რაოდენობა 35 000 000 ბარელს, ხოლო ყოველდღიური მოხმარება, 17 000 ბარელს შეადგენს.

2018 წლის მონაცემებით ქართული არმიის შეიარაღებაშია: ტანკები -220, ჯავშანმანქანები-1946, თვითმავალი არტილერია -118, ბუქსირებადი არტილერია -230, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები – 256.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, მათი მონაცემები Global Firepower Index 2018 -ის კვლევის თანახმად ასე გამოიყურება:

სომხეთი

1 თავდაცვის ბიუჯეტი – 512 $ მლნ
2 საგარეო ვალი – 9 მლრდ 170 $ მლნ
3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -27 მლრდ 210 $ მლნ
4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 2 მლრდ 242 $ მლნ
5 მოქმედი აეროდრომები – 11
6 გზების საერთო სიგრძე – 7.705 კმ
7 რკინიგზის სიგრძე – 869 კმ
8 ნავთობის წარმოება დღეში – 0
9 ნავთობის დადასტურებული მარაგები – 0
10 ავიაცია – 77 ერთეული ( გამანადგურებელი -0, მოიერიშე -11, მოიერიშე ვერტმფრენი -15, სასწავლო – 12, სატრანსპორტო -39)
11 არტილერია და ჯავშანტექნიკა – ტანკები -229, ჯავშანმანქანები- 636, თვითმავალი არტილერია -38, ბუქსირებადი არტილერია – 150, ზალპური ცეცხლის სისტემები -150.

აზერბაიჯანი

1 თავდაცვის ბიუჯეტი – 1 მლრდ 600 $ მლნ
2 საგარეო ვალი – 16 მლრდ 620 $ მლნ
3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -166 მლრდ 800 $ მლნ
4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 8 მლრდ 886 $ მლნ
5 მოქმედი აეროდრომები – 37
6 გზების საერთო სიგრძე – 52 942 კმ
7 რკინიგზის სიგრძე – 2 918 კმ
8 ნავთობის წარმოება დღეში – 93 000
9 ნავთობის დადასტურებული მარაგები 7 000 000 000
10 ავიაცია – 166 ერთეული ( გამანადგურებელი -18, მოიერიშე -29, მოიერიშე ვერტმფრენი -17, სასწავლო – 19, სატრანსპორტო -83)
11 არტილერია და ჯავშანტექნიკა – ტანკები 520, ჯავშანმანქანები 1 590, თვითმავალი არტილერია 119, ბუქსირებადი არტილერია 240, ზალპური ცეცხლის დანადგარები 191.
12 სამხედრო ფლოტი – წყალქვეშა ნავი- 4, საპატრული ხომალდი -14, ნაღმოსანი -6.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ გასაკვირი არ არის, რომ Global Firepower Index -ის რეიტინგში აზერბაიჯანის არმია 53-ე ადგილზეა, ხოლო საქართველო და სომხეთი შესაბამისად- 82-ე და 84-ე ადგილებზე.
რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, შეიცვლება თუ არა არსებული პარიტეტი.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება და ზრდის ტემპით მსოფლიოში 52-ე ადგილს დაიკავებს. ეკონომიკის 3% და 3.5% ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასე რომ, სპეციალისტების მოსაზრებით, ახლო მომავალში რაიმე კარდინალურ ცვლილებებს ზემოთ აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ და შესაბამისად, სამხედრო შესაძლებლობებში არ უნდა ველოდოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები