ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 167,304 ტონას გადააჭარბა

მიმდინარე წლის 6 თვეში ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 167 ათას 304 ტონას გადააჭარბა. Trend.az – ის მონაცემებით, გასულ წელს აზერბაიჯანიდან ბათუმის პორტის გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 26 ათას 116 ტონას მიაღწია. საერთო ჯამში გასულ წელს ბათუმის პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით 336 ათას 702 ტონა ტვირთი გადაიზიდა. გადაზიდული ტვირთიდან დიდი ნაწილი დაახლოებით 118 ათასი ტონა შაქარი იყო. გადაზიდული ტვირთების ჩამონათვალშია ასევე: რელსები ( 512 ტონა), პალმის ზეთი ( 53 ათასი ტონა) სოიო ( 62 ათასი ტონა) სიმინდის ზეთი( 12 ათასი ტონა) ლამინატი ( 3 ათასი ტონა)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები