სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, რომ ხანძრის კერები არ გაღვივებულიყო.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მხოლოდ ტორფი იწვის და  ხანძრის ღია კერები აღარ რჩება. მათივე ცნობით, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ადგილზე ამ დრომდე რჩება 200-დე მეხანძრე-მაშველი და ისევ მუშაობს საველე შტაბი.

სოფელ საყავრესთან ცეცხლი ​ბალახსა და ტყის ქვედა საფარს 22 აგვისტოს წაეკიდა.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე იყო გავრცელებული. ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები