სოფელ ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენიც ჩაერთო.
​შექმნილია საგანგებო შტაბიც, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას რთულ რელიეფთან ერთად, ძლიერი ქარიც უშლის ხელს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის, დავით ალადაშვილის ცნობით, ცეცხლი უკვე მრავალწლოვან ფოთლოვან ტყესაც მოედო და ხანძრის არეალი 10 ჰექტრამდე გაფართოვდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხანძრის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.​
​ცნობისათვის, ახალსოფელთან მდებარე ტყეში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები