მესტიაში რეაბილიტირებული ამბულატორიის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრენ
მესტიის მუნიციპალიტეტში ამბულატორიის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი სს ,,ნენსკრა ჰიდრომ” და ნენსკრა ჰესის ინვესტორმა კომპანიამ – ,,კორეის წყლის რესურსების კორპორაციამ“ დააფინანსა.
ამბულატორიის გახსნას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, მესტიის მერთან კაპიტონ ჟორჟოლიანთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სუნიქ ლი და კორეის წყლის რესურსების კორპორაციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ჩოლმინ ნო დაესწრნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა ჭუბერის ამბულატორიის დამსახურებულ ექიმს ლეილა ჩხვიმიანს წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობის სიგელი გადასცა. ლეილა ჩხვიმიანი 45 წელზე მეტია ჭუბერის ამბულატორიაში მუშაობს და ადგილობრივებს ემსახურება.
,,ნენსკრა ჰიდროს“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რისთვისაც კონპანიის ინფორმაციით 1 200 000 ლარამდე დახარჯა.