ლარი 0.0057 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0057 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9279 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.9336 ლარი ღირდა.
0.0122 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.2365 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2487 ლარი იყო.