პრეზიდენტი: საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზონის ტყის ხანძართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო უერთდება ბრძოლას პლანეტის გადასარჩენად.
„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ბრძოლას ჩვენი პლანეტის გადასარჩენად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისათვის, უკვე მესამე კვირაა, რაც ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარია.