მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადვოკატთან ერთად პროკურატურაში მივიდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადვოკატთან ერთად საგამოძიებო უწყებაში მივიდნენ.
ბიზნესმენებს გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
“ალბათ, ჩვენს ბრალში ჩაიწერება, რომ ბატონი ავთოც მონაწილეობდა. არსებითად ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის, ბატონი ავთოსთვის სტატუსს ცვლის. ჩვენ გირაოც გადავიხადეთ და დღეს გავასაჩივრეთ, ასევე, ყადაღის დადების განჩინება, რომელიც გუშინ იქნა გამოტანილი”, – განაცხადა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები