პროკურორი ლაურა ღაჭავას საქმეზე: სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა

“ამ ეტაპზე, რაც გამოძიებით დადგენილია, შპს „ელჯი გრუპზე“ ბრალდებულმა არარსებული მანიპულაციების შედეგად შექმნა ყალბი აქტივი”, – ამის შესახებ ლაურა ღაჭავას საქმის პროკურორმა, გიორგი გაგნიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს 500 000 ლარის გამოყენების თაობაზე. ამასთან, ბრალდებულს აუკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საქართველოს საზღვრის დატოვება.
რაც შეეხება ბრალდების არსს – ამ ეტაპზე, რაც გამოძიებით დადგენილია, შპს „ელჯი გრუპზე“ ბრალდებულმა არარსებული მანიპულაციების შედეგად შექმნა ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ გამოყენებულ იქნა საბაჟო ოპერაციებში სხვადასხვა საქონლის იმპორტისა და, ასევე, მიმდინარე და დაკვირვებული საგადასახადო და საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვის მიზნით. სხვა ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ მოგცემთ”, – განაცხდა გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაურა ღაჭავას მიმართ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები