ბიძინა გეგიძე: ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბიძინა გეგიძე განმარტავს, რომ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიების ფარგლებში მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც გეგიძე დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
გეგიძე მიიჩნევს, რომ გამოძიება არ არის სამართლებრივი და ის პოლიტიკურია.
“როგორც გაირკვა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში, ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. პარალელურად, 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოხდა ის, რომ პრემიერმინისტრი, ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, 2 აგვისტოს კი დაიწყო ჩემ წინააღმდეგ გამოძიება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა გეგიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დღეს იყო დაბარებული, თუმცა არ მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები