ევროპარლამენტარი გუგუტიანთკარში: რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა

ევროპარლამენტარი მარკტ გრეგოროვა გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამოწმებს, როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი.
„ეს არის ოკუპაციის უპრეცედენტო აქტი. არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა აქ ხდება და იმას, თუ როგორ ექცევიან ხალხს, რომელთა ბაღებისა და ზოგიერთი სახლის უკან ღობეები დამონტაჟდა. ახლა ისინი იძულებული არიან, სხვაგან გადავიდნენ. მე როგორც გავიგე, ზოგიერთი მათგანისთვის მთავრობა შეიძენს სახლებს, თუმცა ეს ქმედება რჩება რუსული აგრესიის აქტად. ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებ ევროპარლამენტის შესაბამის კომიტეტებში – თავდაცვისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებში. ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთი ახლა მხოლოდ ამოწმებს იმას, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა და როდემდე არ იქნება ამაზე მკაცრი პასუხი. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ”, – განაცხადა მარკტ გრეგოროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები