ბექა ოდიშარია საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაციის – „თბილისი-ჰელსინკი და ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტს, მანანა კვენეტაძე-მაჭავარიანს შეხვდა.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველო-ფინეთის მეგობრობის ასოციაცია, ფინურ-ქართულ ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრ „საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად”(ჰელსინკი) და კონფლიქტის ზონებში მოქმედი რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია 2019 წლის შემოდგომისათვის გეგმავენ საქართველოში განახორციელონ პროექტი სახელწოდებით: „ევროპა, ჩვენი საერთო სახლია – ჩვენ შევქმნით ახალ, უკეთეს მომავალს!”. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა  და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები და ჩრდილოკავკასიელი და ევროპელი თანატოლები. აღნიშნულ ორგანიზაციებს ანალოგიური პროექტების წარმატებულად განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
პროექტის მონაწილეებისათვის განკუთვნილ შემეცნებითი-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებს წარუძღვებიან ფინეთის განათლების სფეროს წამყვანი პედაგოგები. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში, დაათვალიერებენ ქვეყნის ღირშესანიშნაობებს. შეხვდებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
ბექა ოდიშარია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სახელით, მიესალმა და მხარდაჭერა გამოხატა  არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დიპლომატიის ფორმატში განსახორციელებელ პროექტებისადმი, რომლებიც მიმართულია კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის განმტკიცებისაკენ, ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების დაახლოებისკენ, რადგაც ჩვენ ხალხებს შორის კავშირ-ურთიერთობათა გაღრმავება განსაზღვრავს ჩვენს საერთო მომავალს და ხელს შეუწყობს გამოყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შორის ნდობის აღდგენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები