გია ბარამიძის მანქანა გორის გვირაბთან ძაღლს დაეჯახა და მოკლა

ავტობანზე, გორის გვირაბთან, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის მანქანა ძაღლს დაეჯახა, რომელიც ადგილზე მოკვდა. საქართველოს პარლამენტის ბალანსზე რიცხულ მანქანას მძღოლი – ზურა მელიქიშვილი მართავდა.

როგორც გია ბარამიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მანქანა ავტობანზე დასაშვები ნორმით, 110 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ძაღლი გზაზე მოულოდნელად გადმოვიდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლმა დაამუხრუჭა, დაჯახება ვერ აირიდა და შემთხვევის შედეგად, ძაღლი ადგილზე მოკვდა.

მძღოლმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტის სერვისების მიწოდების სააგენტოს ძაღლის გადაყვანა დაავალეს.

გია ბარამიძემ მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. მისი თქმით, ის გია ბეჟაშვილთან ერთად დასავლეთში დაკრძალვაზე მიდიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები