ნათია თურნავა: Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ და ეფექტურმა მმართველობამ მოახდინა

„ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო მიმზიდველია“,- ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგის ძალაში დატოვების ფაქტი.

მინისტრის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა საქართველოს მაკროეკონომიკურმა გარემომ, აგრეთვე, საგადამხდელო ბალანსის მკვეთრმა გაუმჯობესებამ და ეფექტურმა მმართველობამ.

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 2019 წლის დასაწყისში, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB-“-დან „BB”-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

მორიგი მონიტორინგის შემდეგ, Fitch-მა რეიტინგი ძალაში დატოვა. სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ განაპირობა.

ამასთან, სარეიტინგო კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები