გრენლანდიაში ტრამპს უპასუხეს

“გრენლანდია ბიზნესის სფეროში თანამშრომლობისთვის არის ღია და არა – გაყიდვისთვის”, – ამის შესახებ დანიის ავტონომიური ტერიტორიის გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„გრენლანდია ისეთი ძვირფასი რესურსებით არის მდიდარი, როგორებიც არის მინერალები, სუფთა წყალი და ყინული, თევზი, ზღვის პროდუქტები, განახლებადი ენერგია, რომელიც ტურიზმის განვითარების პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს. ბიზნესისთვის ვართ ღია, მაგრამ არა – გაყიდვისთვის“, – ნათქვამია უწყების Twitter-ის გვერდზე.
Wall Street Journal-მა და CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული.
გამოცემები აღნიშნავენ, რომ ტრამპი საკითხს მრჩევლებთან გადის, თანაშემწეს კი საკითხის შესწავლა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები