კრემლის ტერიტორიაზე ბომბი იპოვეს

მოსკოვში, კრემლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საავიაციო ბომბი იპოვეს.
ამის შესახებ კრემლის კომენდანტმა, გენერალ-ლეიტენანტმა, სერგეი ხლებნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ბომბი სარემონტო სამუშაოების დროს ტაინიცკის ბაღში იყო აღმოჩენილი, სადაც გრუნტის გამაგრებითი სამუშაოები ტარდებოდა.
ხლებნიკოვის თქმით, აფეთქების არიდება მოხერხდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვის კრემლი გერმანელი სამხედროების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო. კრემლზე პირველად ბომბი 1941 წელს ჩამოაგდეს.
1941-42 წლებში კრემლის დაბომბვებს 94 ადამიანი ემსხვერპლა, 88 დაიჭრა, 76 ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები