მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა
მოსკოვთან ახლოს მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავის – А321 ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა, მანამდე 23 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
როგორც რუსულ მედიას ექსტრემალურ სამსახურში განუცხადეს, დაშავებულთა შორის 17 ბავშვია.
ავარიულად დაშვებული თვითმფრინავი რეისს სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 234 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 7 წევრი.
როგორც „როსავიაციაში” განაცხადეს, აფრენის დროს თვითმფრინავის ძრავაში თოლიები მოხვდნენ.
გამოძიება დაწყებულია.