ვარშავის აეროპორტში ორი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ვარშავაში, შოპენის აეროპორტში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში ორი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.
ინფორმაციას აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
პირველი ინციდენტი სატვირთო თვითმფრინავს MD-11-ს უკავშირდება. დაშვების დროს თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურმა ხანძრის ჩაქრობა შეძლო, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, მეხანძრეების მუშაობის გამო აეროპორტიდან რეისების შესრულება 30 წუთით შეფერხდა.
დღეს დილითვე ავარიულად სამგზავრო Embraer-იც დაეშვა, რომლის ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა. განცხადების თანახმად, ვარშავის აეროპორტიდან გაფრენიდან მალე თვითმფრინავი უკან დაბრუნდა, რადგან კაბინაში ცეცხლი გაჩნდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები