ირლანდიაში თვითმფრინავს, რომელშიც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
თვითმფრინავს, რომელსაც ირლანდიის შენონის აეროპორტიდან ამერიკელი სამხედროები რეგულარულად გადაჰყავს, აფრენამდე ცოტა ხნით ადრე, ცეცხლი გაუჩნდა.
შენონის აეროპორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო რეისების განხორციელება დროებით შეჩერდა.
თვითმფრინავიდან ამერიკელი სამხედროების ევაკუაცია ადგილზე ექსტრემალური სამსახურების თანამშრომლების მისვლის შემდეგ მოხდა.
Omni Air International-ი სამოქალაქო ავიაკომპანიაა, რომელიც ამერიკელი და სხვა ქვეყნის სამხედროების, ასევე, მათი ოჯახის წევრების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
Omni Air-ში განაცხადეს, რომ ინციდენტის გამოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.