ცაგერში, ღია სივრცე -“მწვანე თეატრში” Chekin Georgia-ს ფარგლებში და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჯგუფი “ეგარი”-ს სოლო კონცერტი გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონცერტმა ადგილობრივებში და ტურისტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამასთან, ის ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ამ ზაფხულს კიდევ არაერთი საინტერესო კულტურული პროექტი გაიმართება.
“ამ ჯგუფის ცნობილმა პროფესიონალიზმმა ლეჩხუმელთა და აქ დამსვენებელი ტურისტების დიდი ინტერესი გამოიწვია და მას ათასამდე მაყურებელი დაესწრო.კმაყოფილია არა მარტო მაყურებელი, არამედ თვით ჯგუფის წევრებიც აქაური მაყურებლის ზუსტი შეფასებითა და გემოვნებით გაოცებულნი დარჩნენ . ამ ზაფხულს ცაგერის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები მერიის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო კულტურული პროექტის მომსწრენი გახდებიან”.-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.