მოსკოვში ავარიულად კიდევ ერთი თვითმფრინავი დაეშვა

მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში ავარიულად კერძო თვითმფრინავი დაეშვა, რომელიც რეისს მოსკოვი-სამარას მიმართულებით ასრულებდა.
მედიის ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 3 წევრი და 4 მგზავრი იმყოფებოდა.
რა გახდა თვითმფრინავის დაშვების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
დღეს, გამთენიისას მოსკოვთან ახლოს მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი – А321 ავარიულად დაეშვა.
თვითმფრინავი რეისს სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 234 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 7 წევრი.
მედიის ინფორმაციით, 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
როგორც „როსავიაციაში“ განაცხადეს, მომხდარის მიზეზი გახდა ის, რომ აფრენის დროს თვითმფრინავის ძრავაში თოლიები მოხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები