მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა – არიან დაშავებულები, მათ შორის – ბავშვებიც (ვიდეო)

მოსკოვთან ახლოს მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი – А321 ავარიულად დაეშვა.
თვითმფრინავი რეისს სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 234 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 7 წევრი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია. დაშავებულთაგან ერთ-ერთი მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
რაც შეეხება მომხდარის მიზეზს – როგორც „როსავიაციაში“ განაცხადეს, აფრენის დროს თვითმფრინავის ძრავაში თოლიები მოხვდნენ, პილოტმა კი თვითმფრინავის დაშვება გადაწყვიტა.
გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები