სროლა ფილადელფიაში ნარკორეალიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის – დაჭრილია 6 პოლიციელი (ვიდეო)

ფილადელფიაში, სროლის შედეგად, ექვსი სამართალდამცველი დაიჭრა – ამის შესახებ ABC იტყობინება.
მომხდარის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ პოლიციამ ბოროტმოქმედი უკვე დააკავა.
ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან გახსნეს. სავარაუდოდ, სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ნარკორეალიზატორები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები