აშშ-მა ქართულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ–მა ქართულ კომპანიას – Georgia Petrochemical and Aviatech-ს სანქციები დაუწესა. ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ Georgia Petrochemical and Aviatech ცდილობდა “ალუმინის მილების უკანონოდ ყიდვასა და შემდგომ მათ რეექსპორტს მალაიზიის გავლით ირანში“.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდა კომპნაიები სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელგიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან.
რაც შეეხება ორ სომხურ კომპანიას „მარკელს“ და ერევნის კავშირგაბმულობის საშუალებების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ან ახორციელებენ საქმიანობას, რომელიც შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს აშშ–ის ინტერესებს ან საგარეო პოლიტიკას”.
სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები