რუსეთმა აშშ-ის საზღვართან ტუ-160 გადაისროლა

რუსეთმა ჩუკოტკის აეროდრომზე ორი სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდი – ტუ-160 გადაისროლა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსული ტელეარხის – „ზვეზდას“ ინფორმაციით, ღონისძიება გეგმური საფრენ-ტაქტიკური სწავლების ფარგლებში მოხდა.
სწავლება კვირის ბოლომდე გაგრძელდება და მასში ტუ-160, ტუ-95მს და ილ-78 ტიპის 10 თვითმფრინავია ჩართული.
ტუ-160 სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდია, ის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი და მძიმე საბრძოლო თვითმფრინავია.
იაკუტიას აშშ-სთან აღმოსავლეთით საზღვაო საზღვარი ყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები