დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იძულების შემთხვევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას დატოვებს.
ამის შესახებ ტრამპმა პენსილვანიის შტატში Shell-ის თანამშრომლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„გავალთ, თუ იძულებული გავხდებით. ვიცით, რომ ისინი წლობით გვატყუებდნენ და მსგავსი აღარ განმეორდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არაერთხელ გაუკრიტიკებია.
მისი გაღიზიანების მიზეზი იყო ის, რომ ჩინეთს ორგანიზაციაში განვითარებადი ქვეყნის სტატუსი აქვს.
მსოფლიო სავალუტო ფონდის მონაცემით, ჩინეთის მშპ აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, თუმცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტატუსი პეკინს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სუბსიდიები მიღებაში, ასევე, პროდუქციის იმპორტისთვის მაღალი ბარიერების დაწესებაში ეხმარება.
ტრამპი ამბობს, რომ ეს სტატუსი შეუსაბამოა და ჩინეთს ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს.