ოქტომბერში შესაძლოა, ბარაკ ობამა ერევანს ესტუმროს
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ოქტომბერში შესაძლოა, ერევანში ჩავიდეს.
სომხური გაზეთის – „გრაპარაკის“ ინფორმაციით, 6-9 ოქტომბერს ერევანში საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონგრესი იმართება, რომელზედაც, როგორც წესი, მსოფლიო მასშტაბის მოღვაწეებს იწვევენ.
გაზეთის წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკება ბარაკ ობამასთანაც მიმდინარეობს, რომელსაც ერთდღიანი ვიზიტისა და 30- წუთიანი გამოსვლისთვის რამდენიმე ათას დოლარს გადაუხდიან.
„გრაპარაკის“ ინფორმაციით, მსგავსი ტიპის გამოსვლისთვის ობამას ჰონორარი, ზოგადად, 400-800 ათას დოლარამდე მერყეობს.