მოსკოვში ოპოზიციის აქციაზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)
მოსკოვში, აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე, ოპოზიციის სანქცირებული აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სახელწოდებით „არჩევანის უფლებას დავიბრუნებთ“ გამოსვლები დაიწყო. ცოტა ხნის წინ, შეკრებილებს ცნობილმა ჟურნალისტმა, ლეონიდ პარფიონოვმა მიმართა.
აქციის დაწყებამდე, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუბოვ სობოლმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციაზე ვერ მივა.
„განყოფილებაში მივყავართ“, – წერდა სობოლი.
სოლიდარობის აქცია, პარალელურად, ეკატერინბურგში, უფაში, ივანოვოში, ჩელიაბინსკშიც მიმდინარეობს. მოსკოვში მიმდინარე აქციაზე რუსეთის დროშასთან ერთად, საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის დროშებიც გამოჩნდა.