“ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს” – სამხარაძე

“ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, უნდა გამოვიდეს და საჯაროდ თქვას.

„ვისაც ასეთი მტკიცებულება არ აქვს, მაშინ მათ უნდა თქვან, რომ მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები