კატარმა ირანი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა

თეირანის მტკიცებების მიუხედავად, ირანის მხრიდან კატარში მშვიდობიანი მოსახლეობის ობიექტებზე თავდასხმის მცდელობები გრძელდება,- ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, კატარი ამჟამად კონფლიქტის სხვადასხვა მხარესთან ურთიერთქმედებს.

როგორც ცნობილია, 14 მარტს, ირანის გარშემო ვითარების ესკალაციის ფონზე, კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების სერია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები