დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტეში სამხედრო გემების გაგზავნაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღსადგენად სამხედრო გემების გაგზავნაზე უარს ამბობს,- ამის შესახებ გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ განაცხადა.

გამოცემის ცნობით, სტარმერის მიერ ტრამპის მოთხოვნის უარყოფამ შესაძლოა ორ ლიდერს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააუარესოს.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ლონდონის მიერ ირანის წინააღმდეგ პირველი დარტყმისთვის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვის არქონასთან დაკავშირებით უკმაყოფილება უკვე გამოთქვა.

15 მარტს, The Sunday Times-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში ნაღმების აღმომჩენი დრონების განლაგების შესაძლებლობას იკვლევს.

მანამდე კი, ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტით ნავთობის იმპორტიორმა ქვეყნებმა გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედრო გემების განლაგებით წვლილი უნდა შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები