დიღმის მასივში საბავშვო მოედნები და ფიტნესზონები მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობა თბილისში, დიღმის მასივში, რამდენიმე მისამართზე, დასასვენებელი სივრცეებისა და საბავშვო მოედნების მოწყობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, ახმეტელის ქუჩის N10-ში, დიღმის მასივის მე-4 კვარტლის პირველ ა, მე-7 და მე-12 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-9 კორპუსთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა.
გამგეობის ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა LED განათების სისტემა. მოეწყო საბავშვო მოედნებიც, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნესზონები, სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის.
გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.გან
ხორციელებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები