მერაბ მეტრეველი: “ნაცებო”, თქვენთან მაქვს კითხვა – როდესაც ასეთ დოკუმენტს ქმნის პრეზიდენტი და მერე პარლამენტი ამტკიცებს, ეს ღალატია თუ იდიოტიზმი?

“9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებაში წერია, რომ რუსული არმია საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა. “დავგუგლე” და მართლაც დევს ასეთი ბრძანება”, – ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„წეღან მამუკა მდიანრაძის კომენტარს ვუსმენდი და ასეთი რამ თქვა: სააკაშვილს თავად აქვს ბრძანებულება 9 აგვისტოს გამოცემული, სადაც წერია, რომ რუსული არმია საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა. მეთქი, რას ჰყვება ეს კაცი? “დავგუგლე” და მართლაც დევს ასეთი ბრძანება.
მერე მეტყვიან, მიშას რას ერჩიო.
ეს არის სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანება საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელიც მერე პარლამენტმაც დაამტკიცა. ამ ბრძანებაში შავით თეთრზე წერს ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომ რუსეთის არმია საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა, არადა, როგორც გახსოვთ, საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს, ღამით დაიწყო. “ნაცებო”, თქვენთან მაქვს კითხვა: როდესაც ასეთ დოკუმენტს ქმნის პრეზიდენტი და მერე პარლამენტი ამტკიცებს, ეს ღალატია თუ იდიოტიზმი?”, – წერს მერაბ მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები