ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შინდისის გმირებს პატივი მიაგეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ  – კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძემ, საკრებულოს დეპუტატებსა და მერიის განათლების კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო მშვილდაძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმსა და სოფელ როხში შინდისში გმირულად დაღუპული ფელიქს კაკაურიძისა და ზვიად კაცაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ვანი-ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.
​დღესვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სოფელ დიმში  საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი შესრულდა. ეს პერიოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მტკივნეული თარიღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები