ლევან ნიკოლეიშვილი – „მათთვის მთავრი იყო, ტანკი იმ კაბინეტებისკენ არ წამოსულიყო, სადაც ისხდნენ, თორემ ორჭოსანში თუ წავიდოდა, მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ეკა ზღულაძის განცხადებას იხსენებს და ამბობს, თუ როგორი სიამაყით აცხადებდა ზღულაძე, რომ თბილისისკენ მომავალმა ტანკმა გზიდან ორჭოსანში გაუხვია, თითქოს, ორჭოსანი სხვა სახელმწიფო იყო.
„გაიხსენეთ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის განცხადება, როცა ატყდა პანიკა, თითქოს, ერთ-ერთი ტანკი თბილისისკენ მოდიოდა და გზიდან გადაუხვია, როგორი სიამაყით განაცხადა – დაწყნარდით, ხალხო, ტანკმა ორჭოსანში გადაუხვიაო; ვითომ, ორჭოსანი სხვა სახელმწიფოს კუთვნილება იყო”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა ინტერნეტტელევიზია POSTV-ს გადაცემაში „დისკუსია”.
მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლებისთვის მთავარი იყო, ტანკი იმ კაბინეტებისკენ არ წასულიყო, სადაც ისინი ისხდნენ.
„მათთვის მთავრი იყო, ის ტანკი რუსთაველისკენ, სამთავრობო რეზიდენციისა და იმ კაბინეტებისკენ არ წამოსულიყო, სადაც ისინი ისხდნენ, თორემ ორჭოსანში თუ წავიდოდა, ლიახვის ხეობას თუ დავკარგავდით, მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა, უმეტესი მათგანი წითელ ხიდზე იმყოფებოდა”, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები