ქეთევან ციხელაშვილი: გორში მავთულხლართების გავლება შეჩერებულია

“გორში, გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გავლება შეჩერებულია”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი საუბრობს.
ციხელაშვილის ინფორმაციით, სამუშაოების დაწყებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.
„ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაო. უკვე ორჯერ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით იმ ეპიზოდზე, რომელსაც გუგუტიანთკარში, სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია ახლაც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუმცა სწორედ ამ დღეებში კიდევ უფრო პროვოკაციულია და მით უფრო მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამოწურულ იქნას ასეთი უკანონო მოქმედებები, არ ჰქონდეს გაგრძელება და ადგილზე თუკი რაიმე ტიპის ზარალი აქვს მოსახლეობას ან რაიმე დაბრკოლებები შეექმნა, შევისწავლოთ და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები